Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თარიღი: 19/12/2025

ბრძანების N:: 11

სსიპ- ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

მედიცინის ფაკულტეტის დეკანის

ბრძანება


 

თსუ რექტორის 2025 წლის 16 დეკემბრის №311/01-01 („სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე      ასოცირებული - პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“) და  №312/01-01 („სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე    ასისტენტ - პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“) ბრძანებების აღსრულების მიზნით

 

ვბრძანებ:

 

1. მედიცინის ფაკულტეტზე შეიქმნას საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატი შემდეგი შემადგენლობით:

  • ნინო ჭალაგანიძე  - აპარატის უფროსი - მედიცინის ფაკულტეტის კანცელარიის უფროსი;
  • ხათუნა გუნდიშვილი - მედიცინის ფაკულტეტის კანცელარიის მთავარი სპეციალისტი;
  • მარინა ხურცილავა - მედიცინის ფაკულტეტის კანცელარიის სპეციალისტი;

2. აპარატმა საკონკურსოდ შემოტანილი საბუთები   წარუდგინოს საკონკურსო კომისიას 2026 წლის 23 იანვრის 18:00 საათამდე.

  • ბრძანების ფაკულტეტის ვებ გვერდზე, ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს კანცელარიას;
  • ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

მაია ბიწკინაშვილი

დეკანი
მედიცინის ფაკულტეტი